საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა".
"ვერ მოგვერევით", "ხელები შორს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან", "სოლიდრობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - ამ ტრანსპარანტებით აქციაზე ჟურნალისტები და მედიაექსპერტები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა - შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედიაზე.
ავტორი: მარიამ მაკასარაშვილი