ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

17 თებერვალი 2020, 12:45 1614 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 ქედა-ხულო მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ქედა-ხულოს მონაკვეთზე, აკრძალულია  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი