დღეს უნდა გაიმართოს წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაიხედება.
დღეს განიხილავენ მტკიცებულებათა დასაშვებობას. გადაიხედება პატიმრობის საკითხიც. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან მარიანა ჩოლოიანის ქმედებას კავშირი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება წაუყენებდა სხვა ბრალს – თვითმკვლელობამდე მიყვანას. ბრალდებულს პატიმრობა გასული წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.