გიორგი ერმაკოვი ''ქართულ ოცნებას'' კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად მოჰყავს

12 თებერვალი 2020, 12:18 2156 ნახვა

"გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქნება ინდულგენცია და ერთგვარი თავშესაფარი. 

"ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაული, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებით თანხების არამიზნობრივ გამოყენებაზე, იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. 

ჩვენმა პარტიამ დაამკვიდრა მაღალი სტანდარტი, რომ თანხების უკანონო განკარგვას ან მსგავს დანაშაულზე ერთგვარი მიდგომა და ყველა პირი იყოს თანასწორი, განსაკუთრებით კი ეს მიდგომა ეხება ჩვენი გუნდის წევრებს. 

ჩვენს მიდგომებს ადასტურებს რამდენიმე მაგალითი, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იქნა დაკავებული, ამავე ბრალდებით იქნა დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ 7, 10 და ა.შ. თავისუფლების აღკვეთა. 

გიგი უგულავა კი დამნაშავედ იცნო დიდი ოდენობის თანხის, 50 მილიონი ლარის გაფლანგვაში, ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.  

- განაცხადა მამუკა მდინარაძემ,  რომელიც გიგი უგულავას ბიუჯეტი გაფლანგვის დაკავებაზე განმარტებას აკეთებდა და აცხადებდა რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში