ხვალ, 8 თებერვალს ბათუმში მოთოვს

07 თებერვალი 2020, 10:17 5111 ნახვა

საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება და ხვალ უფრო ინტენსიურად მოხდება ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც ხვალ დღისით არამარტო ზამთრის კურორტებზე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაკლება და თოვლი. ზოგან ქარბუქი და ელჭექი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი 4-5 ბალი.

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აჭარაშიც  მოსალოდნელია თოვლი, როგორც სანაპირო კურორტებზე (ბათუმი, ქობულეთი), ასევე მთიან ზონაში (ქედა, შუახევი, ხულო, გოდერძის უღელტეხილი) ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

რთული მეტეოპირობებისა და მოსალოდნელი ამინდის გათვალისწინებით, ინტენსიური ნალექის დროს დაბალმთიან რაიონებში შესაძლოა განვითარდეს მეწყრული პროცესები, მთიან ზონაში კი შეიქმნას ზვავსაშიში კერები.

ფოტო: დავით ჯაყელიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი