ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის საფრთხეზე პირველი საუბრობდა, ვირუსით გარდაიცვალა

06 თებერვალი 2020, 20:27 6610 ნახვა

ჩინელი ექიმი, ლი ვენლიაგი, რომელიც დეკემბრიდან კორონავირუსისგან თავდასაცავად მოსახლეობას აფრთხილებდა და ინფორმაციას აწვდიდა, დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციით ამ ფაქტის გამო ექიმი ლი ვენლიაგი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე".

ექიმი საავადმყოფოში 12 იანვარს მოათავსეს. 1 თებერვალს კი მას კორონავირუსის დაავადება დაუდგინდა, რომელიც პაციენტისგან გადაედო. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში