მაიმუნის ყვავილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით საგანგაშო ვირუსად გამოცხადდა, ამას კი იმით ხსნიან, რომ ვირუსის დღევანდელი მდგომარეობა არ არის შესწავლილი და არც პრევენციის პროტოკოლებია კარგად დამუშავებული. იგი მსოფლიოს 75 ქვეყანაშია ახლა დაფიქსირებული, მაგრამ არ გამოირჩევა ინფიცირების ისეთი მაღალი ძალით, როგორც მაგალითად კორონავირუსი და ვაქცინაც არსებობს. გავრცელების და გარდაცვალების მაღალი დონე აფრიკაზე მოდის.