ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც COVID -19-ის ვაქცინა დაამტკიცა

15 აგვისტო 2022, 18:25 981 ნახვა

ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც COVID -19-ის ვაქცინა დაამტკიცა, ის როგორც კორონავირუსის თავდაპირველი შტამის ასევე „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედებს. ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გადაწყვეტილება  კლინიკური კვლევების საფუძველზე მიიღო.  დამტკიცდა, რომ ვაქცინა  გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვაქცინა დასამტკიცებლად რამდენიმე ქვეყანაშია წარდგენილი, ევროკავშირი კი მას სავარაუდოდ სექტემბრისთვის დაამტკიცებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი