მამუკა მდინარაძე ოპოზიციას- უცოდინარობაა, ეუთო/ოდირის დასკვნა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა 

06 თებერვალი 2020, 11:52 2981 ნახვა

ეუთო/ოდირის ექვს პუნქტიან დასკვნას ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად კითხულობს. ოპოზიციის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, მათ  მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღებისთვის ქვეყანას კონსტიტუციის შეცვლა არ სჭირდება.  ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ არც გერმანული და არც ავღანური მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უვიცობაა ამ დოკუმენტის ისე წაკითვა, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება.

"ეს დასკვნა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, რადგან თავიდანვე, მეორე აბზაციდანვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეუთო/ოდირი არ არის კომპეტენტური, მის კომპეტენციაში არ შედის პროექტის კონსტიტუციურობის განსჯა. აი ამ ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან, გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე საუბარი ძალიან უხერხულია,  დიდი ბოდიში, უცოდინარობაა და თავის მხრივ არაკომპეტენტურობაა. თუ კი რომელიმე ადამიანი, ამ აბზაცის წაკითხვის შემდეგ, ამ საკითხს ასე მოეჭიდება, ცალსახად იტყუება. პირველივე სიტყვებიდანვე ნათელი იყო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებდნენ ეთერებში ამ თემის ჩაშლას და სიტყვების მანიპულაციით საზოგადოების მოტყუებას" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 ეუთო/ოდირის დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას - ამის შესახებ  ევროპული საქართველოს ლიდერმა, აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეუთოს  დასკვნა ხელისუფლებას  "მთავარ არგუმენტს აცლის" უარი თქვას გერმანული მოდელის განხილვაზე.    

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს,  ოპოზიციამ  პარლამენტში ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი დაარეგისტრირა.  გერმანულ მოდელზე  "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ამ პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი