ქართველმა ჩოგბურთელებმა ფედერაციის თასი გამარჯვებით დაიწყეს

05 თებერვალი 2020, 16:41 2404 ნახვა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფინეთში ფედერაციის თასის მე-2 ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ასპარეზობს. დღეს გოგონებმა პირველი შეხვედრა ისრაელის წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა ქართველებისთვის გამარჯვებით დასრულდა. ეკო გორგოძემ ირინა გლუშკოს 6:3, 4:6, 6:4 აჯობა. მარიამ ბოლქვაძემ კი ვლადა კატიჩი დაამარცხა 7:1, 6:1. ერთეულთა ორი შეხვედრის შემდეგ, საქართველო 2:0 დაწინაურდა და გაინაღდა მატჩში გამარჯვება, ამიტომაც წყვილების შეხვედრას ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველთა დუეტი ოქსანა კალაშნიკოვასა და ზოზია ქარდავას შემადგენლობით, 6:4, 5:7, 3:6 დამარცხდა გლუშკოსა და შავიტ კიმჩის წყვილთან.დღეს ქართველი ჩოგბურთლები მოლდოვის, 6 თებერვალს კი ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრებას ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი მასპინძლობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი