#იკითხეხმამაღლა - წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

05 თებერვალი 2020, 13:39 2095 ნახვა

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო - ამ ჰეშთეგებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მსოფლიო კითხვის დღეს აღნიშნავენ. ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობა მიმდინარეობს.  მასში პოეტები, მწერლები, ბათუმის მერი და  აჭარის მთავრობის წევრები მონაწილეობენ.  ისინი შეკრებილი მოზარდებისთვის სხვადასხვა მწერლის ცნობილ ნაწარმოებებს კითხულობენ.  

ბიბლიოთეკის  აივნიდან კი  სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით, შესაძლებელია   პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების აუდიო მოსმენა.  

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები  საჯარო  ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო  სივრცესა  და  სხვადასხვა  განყოფილებაშიც იმართება.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი