კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა და გავრცელების არეალი გაიზარდა. თუ გასულ კვირას ვირუსი 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, ეს რიცხვი ახლა 30-ს უახლოვდება. ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი სპეციალური ტესტებით.
ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 3 პაციენტი რჩება, როტერდამის ლაბორატორიიდან კვლევების პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება. მედიკოსების ინფორმაციით, საქართველო კვლავ "მწვანე ზონაშია“, რაც ვირუსის გავრცელების დაბალ რისკს გულისხმობს.