მსოფლიოში კორონავირუსი 14 ათას 570 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 305 დაიღუპა

02 თებერვალი 2020, 18:13 1587 ნახვა

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 14 ათას 570 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 305 დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია თურქეთში განხორციელდა, სადაც ისინი კარანტინში იქნებიან. საქართველოში კი ამბობენ, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში