მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

01 თებერვალი 2020, 18:09 1686 ნახვა

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ბოლო 24 საათში 46 ადამიანი დაიღუპა. ჯამში კი ვირუსს 259 მოქალაქე ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.

საქართველოს სამი მოქალაქე, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ანკარის მიმართულებით გაფრინდა. ისინი საკარანტინო პერიოდს, ანკარაში გაივლიან. „საქართველოში კორონავირუსი არაა“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ პანიკას და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი