რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

31 იანვარი 2020, 16:59 1811 ნახვა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. მედიას ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ მიაწოდა. ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა.

ვიცე პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს და ამავდროულად ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდება. 

30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი