თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი სავარაუდოდ იარაღით მოკლეს

31 იანვარი 2020, 16:46 2778 ნახვა

თურქეთში, ქალაქ კაისერში, სავარაუდოდ  ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ქართველი ემიგრანტები სოციალური ქსელით ავრცელებენ. ინფორმაციას ამ პროვინციაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ემიგრანტების ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფ ქალს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგადაც შუა ხნის ქალი გარდაიცვალა, მათივე თქმით, დაშავდნენ ავტომობილში მყოფი სხვა პირებიც.

ემიგრანტები გარდაცვლილის საქართველოში გადასვენებაში დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ქალის გარდაცვალებას ადასტურებენ, ამბობენ, რომ ფაქტზე ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საკონსულო, თუმცა მათივე განმარტებით საგარეო უწყებაში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

"ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, თუმცა საკონსულო თურქეთში ინფორმირებულია. ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან"--უთხრეს აჭარის მაუწყებელს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში