Facebook-ი კორონავირუსზე გავრცელებულ ყველა ყალბ ინფორმაციას წაშლის

31 იანვარი 2020, 14:10 4258 ნახვა

Facebook-ის განცხადებით, სოციალური ქსელიდან წაიშლება ყველა ის პოსტი, ფოტო და ვიდეო, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ.

"უპირველესად წაიშლება პოსტები, რომლებიც საზოგადოებას კორონავირუსის მკურნალობის შესახებ არასანდო მეთოდებს შესთავაზებენ და მკურნალობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ"- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ანალოგიური აკრძალვა Instagram-ზეც ამოქმედდება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი 30 იანვარს გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში