ხმაურიან ტრანსპორტს უკვე რადარებიც აფიქსირებენ და საჯარიმო ქვითრებსაც წერენ

04 სექტემბერი 2019, 15:29 7136 ნახვა

საგზაო ტრანსპორტის კონტროლის ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ტრასებსა და ქუჩებში დამონტაჟებულ რადარებს არა მხოლოდ სიჩქარის ან კანონდარღვევის დაფიქსირება შეუძლია, არამედ ისინი ხმის სიძლიერესაც აკონტროლებენ.

ქალაქში, ხშირად მოქალაქეებს ტრანსპორტით გამოწვეული ხმაური აწუხებთ, რომელიც დასაშვებ დეციბელებზე მაღალია, თუმცა მისი კონტროლი არც თუ ისე ადვილი იყო თვითმმართველობებისთვის. პრობლემა საერთაშორისოა და საფრანგეთში ხმის მაკონტროლებელი რადარების გამოყენება სცადეს.

დღეიდან, 4 სექტემბრიდან, ფრანგულ ქალაქებში ქუჩაში მოძრავი ტრანსპორტს, რომელიც ხმაურს იწვევს რადარები დააფიქსირებენ და სისტემა მონაცემებს, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო მასალას პოლიციას გაუგზავნის. თუ ხმაური დასაშვები ნორმის ზღვარს გადააჭარბებს, ხმაურიანი ტრანსპორტის მფლობელს ჯარიმას სახლში მიუვა.

იდეა პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ ვილნევ ლე რუას მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი გადაწყვეტილებით რადარები განათების ბოძებზე დამონტაჟდება. ამით ისინი ბარებიდან ან სხვა ობიექტებიდან გამოსულ ხმებსაც გააკონტროლებენ. 40 რადარი ბარებთან, რესტორნებთან პოპულარულ ტურისტული ადგილებთან და სამშენებლო მოედნების გვერდით დაამონტაჟეს.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში