კორონავირუსთან ორ კვირიანი ბრძოლის კვალი - ექიმები უხანიდან

04 თებერვალი 2020, 11:25 4370 ნახვა

საავადმყოფოში შესვენების დროს ექიმების მიერ გადაღებულ სელფებს People's Daily,China აქვეყნებს.  

ფოტოებში ჩანს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის, ნიღბების და სათვალის დიდი ხნით ტარებამ მათ სახეზე კვალი დატოვა.

"მე არ შემიძლია არ ვთქვა, ის სამოქალაქო გმირობა, რასაც დღეს ჩინეთში მცხოვრები არათუ მოქალაქეები... არაფერს ვლაპარაკობ ექიმებზე, რომლებიც დღეების, კვირების მანძილზე საავადმყოფოებიდან არ გამოდიან. რატომღაც ჩვენი მედია ამას ყურადღებას არ უთმობს, მაგრამ ჩინეთში ყოველდღიური გმირობები ხდება. მე არ მინახავს არც ერთხელ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ეპიდემიებთან ბრძოლის, მე ასეთი მასშტაბის ასეთი გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია. მინდა, რომ ჩვენც რაღაცნაირად სოლიდარობა გვქონდეს ამ ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, იმისთვის, რათა მსოფლიოში ეს დაავადება არ გავრცელდეს ”-ამის შესახებ გუშინ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში