ბოქსირებულ განყოფილებაში ორი ჩინელი ბავშვი და ერთი ქართველი მამაკაცია მოთავსებული

30 იანვარი 2020, 16:27 1756 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ ეტაპზე, ექიმების დაკვირვების ქვეშ სამი ადამიანი რჩება. 24 წლის მამაკაცი, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მუშაობდა. 

ექიმების განმარტებით, ახალგაზრდას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი. 

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. არასრულწლოვნები ოჯახის წევრებთან ერთად ყაზბეგში ისვენებდნენ. ბავშვებს აღენიშნებათ 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. 

მედიკოსების განმარტებით სამივე მათგანს კვლევები ჩაუტარდებათ. ვირუსებზე ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდება, სხვა დამატებითი გამოკვლევები კი ადგილზე, ინფექციურ საავადმყოფოში. 

„ლაბორატორიულად გაკეთდება ანალიზები. სამ ქვეყანას აქვს ტესტერები, რომლებიც ეგრევე ადასტურებს კორონავირუსი არის თუ არა. ჩვენ გავაკეთებთ 10 სხვა გამომწვევ სიმპტომზე ანალიზს და გამორიცხვის მეთოდით წავალთ. თუ ვთქვათ, დადგინდა რომელიმე გამომწვევი, მაგალითად, გრიპი, მაშინ მოიხსნება კორონავირუსის არსებობის ეჭვი. თუ არც ერთი მათგანი არ დადგინდ​​ა და დაუდგენელი ვირუსული ნიშანი გამოვლინდა, მაშინ დარჩება დაკვირვების ქვეშ. 

 24 წლის ახალგაზრდას ტემპერატურის მომატება და ყელის ტკივილი აღენიშნება. რაც შეეხება ბავშვებს ცხელება ჰქონდათ, სხვა სიმპტომებს კი ექიმები ახლა ეცნობიან. ​ბავშვებთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც გადმოვიყვანეთ, რომლებიც ასევე ყაზბეგში იყვნენ, ისინი ბინაზე რჩებიან, უბრალოდ დავაკვირდებით'', - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი