ორ ჩინელ მოგზაურს, რომელიც საქართველოშია შემოსული, ექიმები აკვირდებიან. მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებმა ბათუმში საავადმყოფოს მიმართეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ყველა ტიპის კორონავირუსზე, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება, ისინი კი არა ჰუბეის პროვინციიდან არამედ იმ რეგიონიდან, რომელიც ახლოს მდებარეობს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან.