ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

27 იანვარი 2020, 15:01 2277 ნახვა

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.  თვითმფრინავში დაახლოებით 83 მგზავრი იყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი