საქართველო კორონავირუსის დაბალი რისკის ზონაშია - დაავადებათა კონტროლი

25 იანვარი 2020, 12:15 1442 ნახვა

საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ტექსტი, რომელიც ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უხანიდან შემოსულ ყველა ადამიანს ურიგდება. თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის მანძილზე განუვითარდებათ სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მათ შორის, გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება – თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი