მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა დაბაში 70-სმ გადააჭარბა, მაღალი ზონის სოფლებში კი ერთ მეტრს. გაწმენდითი სამუშაოები სოფლების მიმართულებით ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.
კურორტ გოდერძზე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელია.
შეფერხებებია ენერგომონმარაგებაშიც. ტრანსფორმატორის დაზიანების გამო, ხულოში დეკანაშვილების თემში შუქი არ მიეწოდება 800-მდე აბონენტს.
რამდენიმე სკოლაში სკოლაში პროცესი შეწყდა. მიზეზი მოსწავლეების დაბალი სწრებადობაა.