გველები კრეიტი და კობრა შეიძლება კორონავირუსის გავრცელების წყარო იყოს - CNN

23 იანვარი 2020, 15:23 3666 ნახვა

გველები ჩინური კრეიტი და კობრა შეიძლება ახლადაღმოჩენილი კორონავირუსის გავრცელების წყარო იყოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სააგენტო ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინური კრეიტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჩინური კრევეტი, გველის უაღრესად საშიში სახეობაა, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში, ასევე მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. 

მისი გავრცელების არეალი სწორედ ქალაქი ვუჰანია, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. დაავადება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა და სწრაფად გავრცელდა, მას შემდეგ რაც დაავადებულმა ადამიანებმა ქალაქიდან სხვადსხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურეს. 

კვლევის ავტორები, რომელთა მონაცემები ვირუსულოგთა ჟურნალში არის გამოქვეყნებული, ამტკიცებენ რომ ეს ახალი ინფექცია, ორი კორონავირუსისი ნაერთია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სიმპტომებსა და შეშუპებებს, რომელიც პაციენტებს გამოუვლინდათ. 

მეცნიერების განმარტებით, ამ ეტაპზე არსებობს უამრავი შეკითხვა ვირუსის გავრცელებასა და სიმპტომატიკასთან დაკავშირებით. ისინი საბოლოო დასკვნისთვის, არც სხვა ცხოველების შემოწმებას გამორიცხავენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში