ესპანეთში ქარიშხალ ''გლორიას'' 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

23 იანვარი 2020, 12:21 1806 ნახვა

ესპანეთში ქარიშხალმა ''გლორიამ'' ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი იმსხვერპლა. ოთხს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

კატალონიაში, ვალენსიასა და ბალეარქიებში ძლიერმა წვიმამ, ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა ქალაქების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. დანგრეულია ხიდები და ზღვის პირას არსებული სახლები, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. ესპანეთის გარკვეულ რაიონებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას  ყინვა და თოვლი დაემატა.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ადამიანი. არსებული ინფორმაციით დაღუპულთაგან უმეტესობა სხეულის გადაციებით გარდაიცვალა, თუმცა იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეს სახურავის ნაწილი დაეცა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ესპანეთის სამაშველო და სახანძრო სამსახური ამ დრომდე ებრძვის, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი