საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან 13:14 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან გოლები ცრეპულიამ (2), მაგრაქველიძემ, ბარალდიმ (3), რურუამ (2), ელაჩამ (3) და ვაპენსკიმ გაიტანეს.
გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გადიოდა და ავტომტურად მოიპოვებდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეცხრე - მეთორმეტე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას - 22 იანვარს, პირველ შეხვედრას თურქეთთან ჩატარებს.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთს სძლია (9:7), შემდეგ კი საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18) წააგო.