"ბათუმი რივიერას" მშენებლობა პროტესტის ფონზე

18 იანვარი 2020, 20:04 1676 ნახვა

ახალი წელი დაიწყო,  საზოგადოებას კი  ახალთან ერთად, ძველ გამოწვევებთან უწევს გამკლავება. ასეთია, მაგალითად „ბათუმი რივიერას“ პროექტი. ხუთი  ცათამბჯენიდან ერთ-ერთის, 42 სართულიანი კორპუსის აშენებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სილქ როუდ ჯგუფს ნებართვა 24 დეკემბერს მისცა. 4 ორგანიზაცია და ორი საინიციატივო ჯგუფი ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებს. საზოგადოება „ბათომის“ წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია  დაუმალეს და მოატყუეს. არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი პროექტის პრეზენტაციიდან იწყება.

ბათუმელების ნაწილი ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას უსაფრთხოების მოტივით ეწინააღმდეგება. ამბობენ, რომ კონცხი სიმძიმის გამო შესაძლოა ჩაიშალოს და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. სამოქალაქო საზოგადოება შიშობს, რომ შეიცვლება ისტორიული იერსახე და გაუარესდება ქალაქის ვენტილაციაც, რაც  საკურორტო ტურისტულ ქალაქს არა მხოლოდ  ფასეულობას დაუკარგავს, არამედ, კლიმატის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის პრობლემებსაც შექმნის. რეგიონის ხელისუფლებაში კი ინვესტიციის მოცულობა ხიბლავთ და ამბობენ, რომ პროექტი ქალაქს ტურისტული თვალსაზრისით უფრო საინტერესოს გახდის. ხელისუფლების მიერ უარყოფილი სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი და პროტესტის ფონზე მიმდინარე პროცესი.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში