საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.