საპროტესტო აქციები ირანში

13 იანვარი 2020, 11:21 1267 ნახვა

ირანში მომიტინგეები ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა გადადგომას ითხოვენ.ისინი გვატყუებენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, არადა ჩვენი მტერი აქვეა, ძირს დიქტატორი, - სკანდირებენ მომიტინგეები, ირანული საინფორმაციო სააგენტო ILNA-ს ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ირანში საპროტესტო აქციები მეორე დღეა იმართება.

პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რაც ხელისუფლების მტკიცებით, „ადამიანური გადაცდომით“ იყო გამოწვეული. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. ტრამპის მტკიცებით, ის ირანელი ხალხის „გამბედაობით შთაგონებულია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში