დააკავეს პირი, რომელიც პოლიციის მანქანას მიზანმიმართულად შეეჯახა, შემდეგ კი მიიმალა

13 იანვარი 2020, 12:06 1429 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ძებნილი პირი.

35 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის აიყვანეს.  

''გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი