წყლის გრაფიკით მიწოდების გამო, ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს

10 იანვარი 2020, 14:12 1654 ნახვა

ბულგარეთში, ქალაქ პერნიკში წყლის მიწოდების პრობლემის გამო, გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს.

მოსახლეობას წყალი 24 საათიდან, მხოლოდ შვიდი საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. პრობლემა კი, 18 ნოემბრის შემდეგ გრძელდებოდა, რამაც მათი განრისხება გამოიწვია. მოსახლეობამ საპროტესტო აქციები მთელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს. 

ბულგარეთის პროკურატურაში მაღალჩინოსნის მხრიდან დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საქმეს იძიებენ, რამაც წყალმომარაგებაში პრობლემები გამოიწვია.

გარემოს დაცვის მინისტრი  ნენო დიმოვი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში