ისრაელზე ირანის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები 

16 ივნისი 2025, 10:12 193 ნახვა

ისრაელის  ქალაქ ჰაიფაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად  მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  იწვის.  ისრაელის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ ჰაიფაში მათი მილსადენები და გადამცემი ხაზები   ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა,  ობიექტები კი აგრძელებენ მუშაობას.

თელ-ავივსა და იერუსალიმში სირენების ხმა ისმოდა. დაიბომბა პეტაჰ ტიკვა და თელ-ავივი, სადაც საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების დიდი რაოდენობა დააფიქსირეს. 

ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა  ჰებრონსა და რამალაში, საიდანაც ისრაელმა ირანული რაკეტების გაუვნებელყოფა სცადა.  კვირას ისრაელმა და ირანმა ერთმანეთზე ახალი თავდასხმები განახორციელეს, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შიში წარმოშვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში