რუბრიკა “ფრაგმენტები” გაგაცნობთ სტამბოლში მცხოვრებ ერდალ ქუჩუკს იგივე ელიზბარ ცივნარიძეს. საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს “ოქროს საწმისის” მფლობელ ეთნიკურ ქართველს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი და დღემდე შეაქვს. მას ეკუთვნის არაერთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს შესახებ მოამზადა და თურქეთის მთავარ არხზე გაუშვა. ირინე წუწუნავა და ვალერი ვახტანგაძე მოგიყვებათ - ვინ არის ერდალ ქუჩუკი იგივე ელიზბარ ცივნარიძე.