''ჩემი თხოვნის შემდეგ, მან შეწყვიტა შიმშილობა'' - ნინო ლომჯარია

08 იანვარი 2020, 20:27 1501 ნახვა

თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს და ილია მეორის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჯაროვებას აპირებს. ამბობს, რომ ამის ნებართვა დეკანოზ გიორგი მამალაძისგან უკვე მიიღო. იგი დღეს მსჯავრდებულის სანახავად იმყოფებოდა. ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, პედოფილიასა და ინცესტურ შემთხვევებზე.

მისი თქმით, თითოეულ მტკიცებულებაზე ჰყავს მოწმეები, რომლებიც მზად არიან ამ თემებზე ხმამაღლა ისაუბრონ.  რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობას, ადვოკატის განცხადებით იგი მნახველებთან საკაცით ჩამოიყვანეს. დეკანოზთან შევიდა დღეს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი თხოვნით მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი