ბათუმში საშობაო ალილოსთვის ემზადებიან. მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობა გადასცემს. შობას ალილოობის ტრადიცია 2000 წელს პატრიარქის ინიციატივით აღდგა.