18 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ოპოზიციის შენიშვნების და ბოიკოტის მიუხედავად ბიუჯეტი საკრებულომ მიიღო. "ევროპული საქართველოს" წევრმა ბოიკოტი არამარტო ბიუჯეტის პროექტს, არამედ ქვეყანაში საარჩევნო სისტემას გამოუცხადა და სხდომა დატოვეს. ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წევრებმაც. მათი თქმით, პრიორიტეტები არასწორადაა გაწერილი, რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.
ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 835 ლარია. მერიის ინფორმაციით, პრიორიტეტი წინა წლების მსგავსად კვლავ ინფრასტრუქტურაა, რომლისთვისაც 4 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. მილიონი ლარია გათვალისწინებული, სოფელ აქუცაში საავტომობილო ხიდის აშენებისთვის. იგეგმება ისტორიული მუზეუმის, ყოფილი დაბის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილმონაცვლეობა. 92 ათასი ლარია გამოყოფილი ძველი საცხოვრებელი სახლების ახლით შეცვლის პროგრამისთვის. გაგრძელდება მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის მშენებლობა.