ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი გახდა

27 დეკემბერი 2019, 11:10 3059 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაციები, სპორტსმენები, მწვრთნელები და მენეჯერი დაასახელა.

წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. 26 წლის სპორტსმენი ბოლო წლებია პრაქტიკულად თავისივე რეკორდებს ხსნის. ბოლოს 27 სექტემბერს ქართველმა გიგანტმა აკვრაში 220 კოლოგრამი დაძლია, ხოლო ატაცში 264 კილოგრამის აწევა მოახერხა და კიდევ ერთჯერ მოხსნა თავისივე რეკორდი. ლაშა ტალახაძე ოლიმპიური, მსოფლიოს 5 გზის და ევროპის 4 გზის ჩემპიონია. ტალახაძე ასევე მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალოსნად ორჯერ დაასახელეს. 

ნომინაციაში - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მიიღო. საუკეთესო სპორტული მენეჯერი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი გახდა. 2019 წლის ოლიმპიური იმედი ქალთა შორის, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. მამაკაცთა შორის იგივე ჯილდოს ასევე ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ,,ინდიანა პეისერსისა’’ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე დაასახელეს. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი გახდა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გახდნენ. წლის საუკეთესო მწვრთნელად მოჭიდავეთა მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე დაასახელეს, ხოლო ქალთა სპორტში დასაქმებულ საუკეთესო მწვრთნელად გიორგი თენაძე აარჩიეს.

2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაციის სტატუსი კი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიანიჭეს. 2019 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაციის სტატუსი ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას ერგო. გარდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვებისა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტებს - ნინო სალუქვაძეს(ტყვიის სროლა), გიორგი მელიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძეს (თავისუფალი ჭიდაობა) გადაეცათ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობები.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი