ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალი ინიციატივები, რომელსაც მათ მმართველი გუნდი, მოლაპარაკების დროს სთავაზობთ, არაადეკვატურია. მისივე განცხადებით, ისინი იანვრდან ''ქართულ ოცნებას'' განკითხვის დღეს მოუწყობენ.
''უმძიმეს ვითარებას ქართული ოცნება არაადეკვატურად პასუხობს. ჩემი პოზიციაა, იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და ქართულ ოცნებას განკითხვის დღე უნდა მოვუწყოთ იმ არაადეკვატური პასუხებისთვის და ძალაუფლებით ტკბობისაგან გამომდინარე. ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ის ხალხი არ არის ვინც აქ ზის, არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველას უნდა ესმოდეს. მას აუცილებლად მოვუწყობთ განკითხვის დღეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უკვე პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ ფინანსური სანქციები უნდა იყოს მასთან მიმართებაში'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.