გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს - ილია მეორე

19 დეკემბერი 2019, 14:10 1821 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს - ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”- ბრძანა ილია მეორემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი