„ლუკა ბოდიში“- საპროტესტო აქციები 

18 დეკემბერი 2019, 18:37 1519 ნახვა

"ბოდიში ლუკა ვერ დაგიცავით" - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების მდუმარე აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა კი შინაგან  საქმეთა სამინისტროსთან მერხი და სკამი დატოვეს. 15 წლის მოზარდის დაღუპვას საპროტესტო აქციები გვიან ღამითვე მოჰყვა. „ამ ცხოვრების დედაც“, „სისტემა კლავს“ - წარწერები რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს, ამბობენ, რომ გარდაცვლილი სისტემის მსხვერპლია და ამ ფორმით მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სხვადასხვა ქალაქში წარწერების უმეტესობა გუშინ გვიან ღამით დაიწერა, თუმცა დღეს უკვე წაშლილია. თბილისსა და ქუთაისში კედლებსა და გზებზე გამოხატული პროტესტი გადაღებილია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი