დეპუტატმა გინებისთვის ვაჟა ექიმს ბოდიში მოუხადა, ჟურნალისტებს არა

16 დეკემბერი 2019, 23:11 1784 ნახვა

მმართველი პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ, ოკუპირებულ ცხინვალში ტყვედ აყვანილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი  ოჯახის გინების გამო, ბოდიში მოიხადა. 

„ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ.  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.

ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დეპუტატს ჰკითხა, მოუხდიდა თუ არა მასაც და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს მათი გინების გამო, დეპუტატმა ამ კითხვას არ უპასუხა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი