საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს.
დაკავებულებს გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ ასარჩევად პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები "მონას" შესახილების ფონზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ.