საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

12 დეკემბერი 2019, 10:09 1566 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რომელიც  განსაზღვრავს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეტანას. შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას  25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრ ა და  2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. 
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი