''ოდესა - ბათუმი'' ფოტოდღეები გრძელდება

12 სექტემბერი 2016, 00:00 4605 ნახვა

“ოდესა-ბათუმი”-ფოტოდღეების ფარგლებში გუშინ თანამედროვე საგამოფენო სივრცის მიმდებარედ ირანელი ფოტოგრაფის, ალი აკბარ შირჯიანის ფოტოსლაიდის ჩვენება გაიმართა. ფოტოპროექტში პოლიტიკურ, სოციალურ და ეთნიკურ თემატიკაზე 10 ირანელი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სლაიდის ჩვენებამდე ირანელმა ფოტოგრაფმა საჯარო ლექცია გამართა. ფოტოდღეები “ოდესა-ბათუმი 14 სექტემბერს დასრულდება. დღეს თანამედროვე სივრცეში პალესტინელი, სამხრეთ კორეელი და პოლონელი ფოტოგრაფები მასტერკლასებს ჩაატარებენ. საღამოს 19 საათზე კი გაიხსნება პოლონელი ფოტოგრაფის, ტომაშ ლაზარის გამოფენა. ასევე  ღია ცისქვეშ მოეწყობა სამხრეთ კორეული არტის ჩვენება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში