სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს. ის დაცული ტერიტორიების სააგენტოში მუშაობდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ, მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6- დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.