„კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება.“- ეს წარწერა დახვდათ, დმანისში ჩასულ “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებს.
დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა და დახვედრის ფორმაცაა და ბანერების შინაარსიც მისი ინიციატივაა. “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლებმა შეხვედრა დმანისის ბაზარში გამართეს, რის შემდეგაც წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან გადაინაცვლებენ.