ბათუმის ,,დინამოს'' კაპიტანმა გულშემტკივარს საკუთარი მედალი უსახსოვრა

06 დეკემბერი 2019, 10:23 3301 ნახვა

ბათუმის ,,დინამოს’’ კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ წლევანდელ სეზონში ვიცე-ჩემპიონობისთვის მოპოვებული ვერცხლის მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა. ზაალ დევაძე უსინათლოა, თუმცა ,,დინამოს’’ ყველა საშინაო მატჩს ესწრება. ვეტერანი ქომაგი ბათუმის ,,დინამოს’’ 1979 წლიდან გულშემატკივრობს.

ზაალ დევაძის თქმით, სტადიონზე ვერაფერი დაინახა, თუმცა ყველაფერი იგრძნო. ,,მინდა მოგილოცოთ ვერცხლის მედალი,  ჩვენ, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და უფრო მეტი გვინდა . ბათუმის ,,დინამომ’’ ჩემპიონობა უნდა იზეიმოს. ყველას უღრმესი მადლობა,‘’ - ამ სიტყვებით მიმართა ზაალ დევაძემ ,,დინამოს’’ ფეხბურთელებს.

2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონი ბათუმის ,,დინამომ’’ 70 ქულით  დაასრულა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. შავიზღვისპირელები ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზებენ.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი