საჯარო მოხელეები იქცეოდნენ, როგორც პარტიის აქტივისტები - საია შუახევსა და ხულოს აქციებზე 

05 დეკემბერი 2019, 15:18 2213 ნახვა

გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევსა და ხულოში, ორგანიზაცია ალტერნატივას მიერ მოწყობილ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

მაღალმთიანეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ოფისთან აქციები და კონტრაქციები გაიმართა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა, მერიის შენობაზე სტიკერები გაკვრას მოჰყვა, სადაც ეწერა „მონა“. დაპირისპირების შედეგად, შუახევის მერის მოადგილე აქტივისტს თმაში სწვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები შუახევსა და ხულოში იქცეოდნენ, როგორც პარტიის აქტივისტები, რაც ეწინააღმდეგება საჯარო მოხელის სტანდარტს. უშუალოდ ჩართვა ინციდენტებში კი მათთვის არის მიუღებელი. 

"თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი უფლების დარღვევა ხდება, არსებობს ამისთვის სპეციალური ორგანოები, რომლებსაც მან უნდა მიმართოს. დარღვეული თუ სადაო უფლების აღდგენისათვის, მაგრამ იმის მცდელობა, რომ თვითნებურად სამართალწარმოებას მიჰყოს ადამიანმა ხელი, ამ გზით ეცადოს მისი უფლების აღდგენას, მით უფრო საჯარო მოხელე, ეს არის მიუღებელი. ფაქტები, რომელიც გუშინ შუახევსა და ხულოში ვიხილეთ, ეს არ არის ის სტანდარტი, რომელსაც საჯარო მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს" - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ანა მდინარაძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში