საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთში გზა გადაკეტეს - ხელისუფლებას კრიზისის დასაძლევად პროგრამის შემუშავებას სთხოვენ

16 აგვისტო 2019, 13:56 6797 ნახვა

საოჯახო  სასტუმროების მეპატრონეებმა და 2008 წელს იპოთეკით დაზარალებულმა 58-ოჯახმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ ბანკებთან შუამავლობას და სესხის გრძელვადიან პერიოდზე გადანაწილებაში დახმარებას.  ქობულეთელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, ამის გამო საოჯახო ბიზნესი - მთლიანი სექტორი ქობულეთში  რისკის ქვეშ დადგა.

მცირე მეწარმეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და უნდა შეიმუშაოს კონკრეტული პროგრამა, რომლითაც ამ სექტორს განვითარებაში დაეხმარება.  მიიჩნევს, რომ წელს ტურისტული სეზონი ისევე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, როგორც 2008 წელს, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს დროული რეაგირება კრიზისული ვითარების თავიდან ასაცილებლად.

ამბობენ, რომ შემოსავლებმა იკლო, საბანკო დავალიანებებს კი მცირე მეწარმეები ვერ გაუმკლავდებიან და ჩიხში შევლენ.

აქციაზე მივიდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც საკითხის გადაჭრისთვის ოთხშაბათამდე ითხოვა დრო. მისი განმარტებით, ცენტრალური და რეგიონალური მთავრობები ჩართულია საკითხის გადაწყვეტაში და სავარაუდო პასუხები, თუ როგორ შეიძლება და რა პროგრამით ან ბიუჯეტით დაეხმარონ მცირე მეწარმეებს, მომდევნო კვირაში ექნებათ. 

აქციის მონაწილეებმა წინადადება მიიღეს. ტუ პასუხები დააგვიანებს, ისინი აქციის გამართვას შემდგომში ჩოლოქის ხიდთან აანონსებენ. 

 

ავტორი: - სტაჟიორი) ლევან ურდია 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში